სიახლე

უძინართა მზე

უძინართა მზე 
ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. იგი საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც.
მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ „პელეს“ მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ცდას დადებით შედეგზე მეტყველებს.

დამდგმელი რეჟისორი: თეიმურაზ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თეიმურაზ ბაბლუანი
მუსიკა: თეიმურაზ ბაბლუანი
ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი, ნუგზარ ნოზაძე
მხატვარი: თემურ ხმალაძე, თამაზ ლომია
გამოსვლი დრო: 1992

როლებში
ელგუჯა ბურდული
დავით კაზიშვილი
ლია ბაბლუანი
ეკა საათაშვილი
გივი სიხარულიძე
ლევან ფილფანი
ფლორა შედანია
იოსებ ჯაჭვლიანი
ლიკა ქავჟარაძე
თეიმურაზ კვანტალიანი
მამუკა კიკალეიშვილი

GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.