სიახლე

ოთარაანთ ქვრივი

ოთარაანთ ქვრივი
ფილმის აღწერა:ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე

მონაწილეობენ:
ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი),
გიორგი შენგელაია (გიორგი),
ბორის ანდრონიკაშვილი (თავადი არჩილი),
დინარა ჟორჟოლიანი (კესო თავადის ასული),
კოტე დაუშვილი,
ირაკლი ნიჟარაძე,
მერი დავითაშვილი,
ალექსანდრე გომელაური,
ალექსეი ზაგორსკი,
ვახტანგ ნინუა,
აკაკი კვანტალიანი


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.