სიახლე

დები იშხნელები - არ დაიჯერებ


დები იშხნელები - არ დაიჯერებ

არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენსა თვალებში ვსვჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტკიცის მშვენიერების
მსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა გლახ-გულს დამეფარება!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხანაც შორით ოცნებობს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
ად დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

დები იშხნელები — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–199?), ზინაიდა (1902–1968) და ალექსანდრა (1904–1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973). ანსამბლი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.

ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1965 წელს მარიამ იშხნელს — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი 1972 წლიდან გამოდის როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების შემსრულებელი.


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.