სიახლე

დათა თუთაშხია VII სერია

დათა თუთაშხია VII სერია

ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის კინოვერსია. საქართველო, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდი, XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი. მთავარი გმირი დათა თუთაშხია კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს – ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

დამდგმელი რეჟისორები: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია
სცენარის ავტორი: მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო

როლებში:

ოთარ მეღვინეთუხუცესი
თენგიზ არჩვაძე
იური იარვეტი
კარლო საკანდელიძე
სოფიკო ჭიაურელი
იმედა კახიანი 
და სხვები


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.