სიახლე

ხარება და გოგია

ხარება და გოგია

თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ბაადურ ბალარჯიშვილი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვრები: ვასილ არაბიძე, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია, გენო ცაავა
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი: ვლადიმერ ნიკონოვი

მონაწილეობენ:
ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), 
ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), 
ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), 
გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი), 
ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა), 
ზაზა კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი), 
ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი), 
გია ჯაფარიძე (მეეტლე)
მურმან ჯინორია (სიდამონიძე), 
ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა)


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.