სიახლე

ნიკო გომელაური - დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი

ნიკო გომელაური -  დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი

ერთი სული მაქვს დავწერო რამე,
მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი.
რამდენჯერ შევცდი, რამდენი ვჭამე,
მაინც გიყვარვარ, ნამდვილად ვიცი.

ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა
(მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს)...
სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა
- ეს ენა არის, დარდს რომ მაძალებს...

შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით
- აღუწერელი სიტყვით და კალმით.
არ დავიღლები შენს გვერდზე წოლით,
არ მომბეზრდება არც ერთი წამით.

რაც უფრო ბევრი გაივლის წელი,
მით უფრო მეტად შემიყვარდები.
როგორც ბავშვს მინდა მოგვხვიო ხელი...
ჩამოგახიო სულის ჩადრები!

შენთან როცა ვარ, ვარ როგორც რკინა,
რკინა, რომელსაც ვერ შესჭამს ჟანგი.
თუმცა წარსულმა გული მატკინა,
მეხმიანება მგოსნების ჰანგი.

P.S. დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი
- ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი,
მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი,
ისე მიგიგავს ქალღმერთს იერი...


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.