სიახლე

ნიკო გომელაური - სად წავიდა ჩემი გული

ნიკო გომელაური - სად წავიდა ჩემი გული

ჩემი ღვიძლი არ გინახავთ?
ვის ვკითხო, სად გავიგო?
კოლბაში ხომ არ ინახავთ?
- არა, სპირტმა წაიღო!

არ გინახავთ ჩემი ჭკუა?
ვისთან დაიბინადრა?
ჟანგმა ხომარ შეიტყუა?
არა, ცაში ფრინავდა!

ვინ აიღო ჩემი თვალი?
არ არის სათამაშო!
გამეხუმრა, ალბათ, რძალი...
- არა , ცრემლმა დააშრო!

სად წავიდა ჩემი გული?
ბოიკოტი გამართა?
თუ სხვა ნახა საბარგული?
- არა, ქალმა წამართვა!



GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.