სიახლე

ნიკო გომელაური - არათავმდაბლური ლექსი

ნიკო გომელაური -  არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, 
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... 
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? 
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? 

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. 
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... 
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! 
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! 

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, 
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... 
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... 
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. 

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, 
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება? 



GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.