სიახლე

ნიკო გომელაური - ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა

ნიკო გომელაური - ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა

ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს.
ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს.
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს,
სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით.
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს.
გავაგრძელო შევძლებ – თუმცა კმარა,
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა…


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.