სიახლე

მიხეილ ღანიშაშვილი - როშკასთან

მიხეილ ღანიშაშვილი - როშკასთან
როშკასთან ცივი ნიავი
ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა სჩანს აღარსად,
გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.
აღარცერთს აღარ დავუცდი,
ლამაზო, შენის ჯიბრითა,
ქარაფში ჩავიჩეხები,
ქვიშას ჩავიტან ჯიბითა.
თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის,
მამირთავს ვერცხლის შიბითა,
რაისად მოვკვდი? _ გპასუხობ:
არ გიყვარდი და იმითა.


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.