სიახლე

ტერენტი გრანელი — საახალწლო ელეგია

ტერენტი გრანელი  — საახალწლო ელეგია

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს!

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს!

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
რომ აქამდე ცოცხალი ვარ, მიკვირს!



GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.