სიახლე

ნიკო გომელაური - მოღალატე მუზას

ნიკო გომელაური -  მოღალატე მუზას

რატომ გამექცა ერთგული მუზა?
გადაიხვეწა ნეტავი სად?
ნეტავ რა ზღვაში ჩაუშვა ღუზა
მე რად აღარ მთვლის საკუთარ ძმად?...
თან გაიყოლა აზრები,რითმა,
საწერ კალამიც წაიღო თან,
ახლა ატყდება მოთქმა და მითქმა
შესაძლოა,რომ წიხლიც კი მკრან...
ვზივარ ოთახში დარდი მაქვს დიდი,
მთვრალი უზომოდ, უმუზოდ ვწერ
ბაირონი დევს თაროზე მშვიდი,
-შენ,შენ რა გიჭირს უცნობო სერ?
აბა მე მკითხე ღალატი მუზის
არ უჩივი შიმშილს,უწყლობას,დენს...
ის ახლა სულ სხვას კალამზე უზის
და ეს შეგრძნება გველივით მკბენს...
რას ვიფიქრებდი მსგავსი მოხდება
მეფარებოდა მუზა მე მთად,
მეგონა მხოლოდ ქალი ბოზდება,
თუმცა,სქესი ხომ ერთი აქვთ მათ...



GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.