სიახლე

ზურაბ გორგილაძე - საქართველო

ზურაბ გორგილაძე - საქართველო

კაციშვილი ვერ დაგწამებს
ზარია თუ ნაღარაო,
საქართველო მომვარდა და,
დამამხო და, დამყარაო.

კაცისშვილი ვერ დაგწამებს
ავსებავ თუ გავსებაო,
საქართველომ ამჩეხა და,
ამკაფა და, ამსხეპაო.

კაცისშვილი ვერ დაგწამებს
მირონი თუ სამსალაო,
საქართველომ გამქურდა და,
გამზიდა და, გამცალაო.

კაცისშვილი ვერ დაგწამებს
ჯამ-ჭურჭელის ჯახითაო,
საქართველომ დამათრო და,
გამბორკა და გამყიდაო

კაცისშვილი ვერ დაგწამებს
საქართველომ ქროლვისაო.
ღმერთი ჩემი, ენა ჩემი,
წიგნი ჩემი, მოისრაო.

შენ კი... ლამის რაინდულმა
მოთმინებამ აგატიროს,
კაცო, რამდენს აპატიე... და
რამდენს უნდა აპატიო.


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.