სიახლე

მურმან ლებანიძე - ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ

მურმან ლებანიძე - ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, საქართველოში??? ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...



GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.