ტერენტი გრანელი - მაშინ როდესაც მე არ ვიქნები

ტერენტი გრანელი - მაშინ როდესაც მე არ ვიქნები

ისევ დადგება სურნელი ნისლის,
სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები.
ამ ყრუ ადგილას ვინმე გაივლის
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.
ჩვეულებრივი მთვარე ამოვა
და გაქრებიან თეთრი ფიქრები.
ამ ყრუ ადგილას ვინმე სხვა მოვა
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.
და სულის ლანდი ისევ გაჩნდება,
და ისევ მოვა დღე შერიგების.
ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.


GeoTube Designed by Templateism Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.