გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ, ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა, თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ, მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ, ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ. ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი, ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ. ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა, ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან, ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა. ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს, როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან, ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს, მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა. ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ, ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა, ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ ჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები, დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ, ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები… არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით, ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი, ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი, მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.
Recent Posts
პოეზია
გიორგი არაბული - გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ
- Blog Comments
- Facebook Comments
Follow us on facebook
Popular Posts
-
ლადო ასათიანი-300 არაგველი ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ...
-
დები იშხნელები - არ დაიჯერებ არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ! როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხა...
-
ლადო ასათიანი - ქართლის გზაზე ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!… რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; მინდვრებ...
-
გალაკტიონი - გურიის მთები წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...
-
ხარება და გოგია თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზ...
-
დები იშხნელები — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–199...
-
გარიგება კახელი ქალი მარო ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან ...
-
ნიკო გომელაური - ნინას მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში. მე შენ...
-
ილია ჭავჭავაძე - ელეგია მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაი...
-
ღიმილის ბიჭები ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცი...