სიახლე

გიო არაბული - შავ არაგვზე ამაყია შენი სული

გიო არაბული - შავ არაგვზე ამაყია შენი სული

შავ არაგვზე ამაყია შენი სული,
ამაყია ფიქრთა ლურჯი რკალები,
ღიმილი გაქვს მწუხარებით შენისლული,
როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები.

შენი ფიქრი მოცურავე გედია,
ოცნებები მწვერვალების ნისლები,
როცა გხედავ დარდიანს და სევდიანს,
მეც მაშინვე მწუხარებით ვივსები.

მე მიტაცებს თაფლისფერი თმების სუნი,
ძირს დახრილი ხორბლისფერი მკლავები,
შავ არაგვზე ამაყია შენი სული,
როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.