სიახლე

ტერენტი გრანელი - გაზაფხულის საღამო


ტერენტი გრანელი - გაზაფხულის საღამო 
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, 
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,
წინ მეშლება სხვა ოცნების არე.
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

ავტორი: ტერენტი გრანელი
კითხულობს: მურმან ჯინორია


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.