თემურ შენგელაია - არავინ არ თქვას
არავინ არ თქვს, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა - სიყვარულით გვეძახდნენ ბალღებს
და ტკივილები - ახლა ვცდილობ რომ ლუდის კათხით,
ჩავიკლა გულში, ჩავიკლა და დავმარხო სადმე,
მაგრამ ეს სევდა არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს,
როდესაც გაგვყვეს, შეგვკვეცეს და უსაზღვრო გვემით,
სულ ყველა ქართველს გაუხადეს მეგობრად შიში,
ახლა კი ვდგავართ, დაღიანნი, უაზრო სახით,
შუბლიდან სისხლით მიწერილ წლებს წვალებით ვიშლით,
რათა როგორმე დავივიწყოთ რაც უკვე ვნახეთ.
მაინც მგონია, ცა არ არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა, ხელში ყველა ჩამკვდარი ძაღლი
და ჩემი სახლი, ტრასიდან რომ ხელმარცხნივ ვუხვევ...
მაგრამ ეს სევდაც არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს,
პურის რიგში რომ შეგვემატნენ დები და ძმები,
დავკარგეთ სახე, იმედები და დღემდე ვეძებთ.
მე მახსოვს ახლაც დედაჩემის ნაცხობი მჭადი,
რომ იყო მეტი, ვიდრე მეტი ან უფრო მეტი,
თავის წილსაც რომ ჩვენ გვიდებდა, (მახსოვს რომ ვჭამდით)
თვითონ კი მშივრად იძინებდა მაძღარი ჩვენით.
მე მახსოვს მამა, სხვა მამებთან, ჟანგიან თოფით,
იცავდა ქუჩას, ჯიხურიდან თუ რაღაც ღრუდან,
ვხვდებოდი, ჯიხურს ეყოფოდა ხმაურიც სროლის,
რომ ჩვენს შესახვევს დარქმეოდა ობლების ქუჩა.
მე მახსოვს ბებოც, ბაბუა კი იტყოდა, ნეტა
თუ სწერიაო ამდაგვარი კაცისგან ეფუთს,
და ავირიეთ როგორც ბრმების ბიბლიოთეკა,
ვეღარ დავლაგდით, დავლაგდებით ოდესღაც ვიცი..
არავინ არ თქვას, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა ყველაფერზე კარგია მაინც,
ვამბობ და ტრასას მიყოლილი ხელმარცხნივ ვუხვევ...
Recent Posts
პოეზია
Follow us on facebook
Popular Posts
-
ლადო ასათიანი-300 არაგველი ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ...
-
დები იშხნელები - არ დაიჯერებ არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ! როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხა...
-
ლადო ასათიანი - ქართლის გზაზე ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!… რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; მინდვრებ...
-
გალაკტიონი - გურიის მთები წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...
-
ხარება და გოგია თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზ...
-
დები იშხნელები — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–199...
-
გარიგება კახელი ქალი მარო ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან ...
-
ნიკო გომელაური - ნინას მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში. მე შენ...
-
ილია ჭავჭავაძე - ელეგია მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაი...
-
ღიმილის ბიჭები ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცი...